უკრაინული მედიის ცნობით, კონტრშეტევის ფარგლებში, უკრაინის არმიის დანაყოფებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
უკრაინული მედიის ცნობით, კონტრშეტევის ფარგლებში, უკრაინის არმიის დანაყოფებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

კონტრშეტევის ფარგლებში, უკრაინის არმიის დანაყოფებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის საზღვაო ქვეითებმა დონეცკის ოლქის სოფელი სტოროჟევოეს გათავისუფლების შესახებ განაცხადეს. აღნიშნული დასახლებული პუნქტი ოკუპაციის ქვეშ 2022 წლის მარტიდან არის.

„დასახლების გაწმენდის შედეგად ორმოცდაათამდე რაშისტი განადგურდა, ოთხი ტყვედ არის აყვანილი. დღეს სახელმწიფო დროშა კვლავ ფრიალებს სტოროჟევოეზე და ასე იქნება ყველა დასახლებაში, ვიდრე მთელ უკრაინულ მიწას არ გავათავისუფლებთ“, – აღნიშნულია საზღვაო ქვეითთა ბრიგადის განცხადებაში.

დასახლების დეოკუპაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროშიც დადასტურდა.