უკრაინული მედიის ცნობით, კიევში უცნობი პირები ზურაბ ადეიშვილს თავს დაესხნენ, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში უცნობი პირები ზურაბ ადეიშვილს თავს დაესხნენ, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი

კიევში უცნობმა პირებმა საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც კიევის პოლიციაში აცხადებენ, ადეიშვილს ოთხი დაუდგენელი პირი დაესხა თავს, სცემეს და გაუჩინარდნენ.

მათივე ცნობით, მიყენებული დაზიანების გამო ადეიშვილის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

როგორც მედია წერს, ცემის ფაქტი ადეიშვილის საქართველოში საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

ზურაბ ადეიშვილი ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლად მუშაობს.