უკრაინული მედიის ცნობით, კიევში „იმპიჩმენტის მარშს“ 8 500-მდე ადამიანი ესწრება
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში „იმპიჩმენტის მარშს“ 8 500-მდე ადამიანი ესწრება

კიევში „იმპიჩმენტის მარშს“ 8 500-მდე ადამიანი ესწრება.

ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ.

„შესაძლოა პეტრო პოროშენკოს დანაპირების შესრულება სურდა, თუმცა ვერ შეძლო და უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკა ბიზნესი არ არის და ხალხი პროდუქტი“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისივე თქმით, აუცილებელია რომ უკრაინაში ცვლილებები განხორციელდეს.

„საჭიროა კორუფციასთან ბრძოლა ყველა ქვეყანაში და მაგალითად, ჩვენ ეს შევძელით საქართველოში დიდი სირთულის მიუხედავად. უკრაინის ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა“, – თქვა სანდრა რულოვსმა.