უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის პროექტის პრეზენტაციაზე ხვალ ბრიუსელში შეიკრიბებიან
19 სექტემბერს ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიპლომატიურმა წყაროებმა მედიას განუცხადეს, რომ ევროკავშირის ელჩების რიგგარეშე სხდომის მთავარი თემა იქნება ევროპული კომისიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-19 პაკეტის პროექტის პრეზენტაცია.
მედიის ინფორმაციით, სანქციების პაკეტის წარდგენა მანამდე გადაიდო, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპისგან უფრო მკაცრი ზომები მოითხოვა.