უკრაინული მედიის ცნობით, დონბასში საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო 24 საათში 20-ჯერ დაარღვიეს
უკრაინული მედიის ცნობით, დონბასში საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო 24 საათში 20-ჯერ დაარღვიეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 20-ჯერ დაარღვიეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 23 აპრილს მოწინააღმდეგემ ცეცხლი გახსნა სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნებიდან, ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსიდან და სხვა სახის იარაღიდან.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას უკრაინული მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია.