უკრაინული მედიის ცნობით, ჟენევაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა მოახერხეს აშშ-ის გეგმის უმეტეს დებულებაზე შეთანხმება და საკამათო პუნქტების მნიშვნელოვანი ნაწილის კორექტირება
უკრაინული მედიის ცნობით, ჟენევაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა მოახერხეს აშშ-ის გეგმის უმეტეს დებულებაზე შეთანხმება და საკამათო პუნქტების მნიშვნელოვანი ნაწილის კორექტირება

უკრაინული მედია აშშ-ის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის ახალ დეტალებს აქვეყნებს, რომელიც სამშვიდობო გეგმის ცვლილებებს ეხება.

გამოცემა „ერბეკა უკრაინის“ ცნობით, ჟენევაში დელეგაციებმა მოახერხეს აშშ-ის გეგმის უმეტეს დებულებაზე შეთანხმება და საკამათო პუნქტების მნიშვნელოვანი ნაწილის კორექტირება. მათ შორის არის უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის, პატიმრების გაცვლისა და მსჯავრდებულების დაბრუნების ფორმატის საკითხი.

თუმცა, მედიის ინფორმაციით, დელეგაციები შეთანხმდნენ, „ღიად დატოვონ“ ტერიტორიებთან დაკავშირებული დებულებები და უკრაინის ნატო-ში წევრობის გამორიცხვის შესახებ კონსტიტუციური დებულება. ეს დებულებები პრეზიდენტების, ზელენსკისა და ტრამპის დონეზე უნდა განიხილონ და შეათანხმონ. მათი შეხვედრა, შესაძლოა, გაიმართოს ან ამ კვირაში, ან მომავალ კვირაში, თუმცა ჟენევაში კონკრეტული თარიღი ჯერ არ შეთანხმებულა.