უკრაინული მედიის ცნობით, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ფონზე, რუსეთში უკრაინის ინტერესების წარმომადგენელი შესაძლოა, შვეიცარია გახდეს
უკრაინული მედიის ცნობით, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ფონზე, რუსეთში უკრაინის ინტერესების წარმომადგენელი შესაძლოა, შვეიცარია გახდეს

კიევსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ფონზე, რუსეთში უკრაინის ინტერესების წარმომადგენელი შესაძლოა, შვეიცარია გახდეს.

უკრაინული მედიის ცნობით, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მიკელ შტაინერის თქმით, უკრაინამ და შვეიცარიამ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები დაასრულეს.

„უკრაინამ შვეიცარიას სთხოვა, იკისროს მფარველობის მანდატი რუსეთში. მანდატის ძალაში შესასვლელად რუსეთის თანხმობაა საჭირო“,- განაცხადა შტაინერმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შვეიცარიის მიერ უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით ბერნთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

უფრო ადრე კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებდა, რომ რუსეთი არ არის მზად უკრაინასთან შუამავლობის საკითხი განიხილოს ისეთ ქვეყანასთან, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდებიან. შვეიცარიას კი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული.