უკრაინული მედიის ცნობით, ჩერნიგოვში რუსეთის ძალების მიერ გასროლილი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა
ჩერნიგოვში რუსეთის ძალების მიერ გასროლილი რაკეტა ქალაქის ცენტრში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტი ადგილობრივი დროით ღამის 02:45 საათზე მოხდა.
ხანძარი კორპუსის ქვედა ორ სართულზე გაჩნდა.
მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
უკრაინული მედია ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასაც აქვეყნებს.