უკრაინული მედიის ცნობით, ანექსირებულ ყირიმში ქალი კორონავირუსზე ტესტირების წინ კარანტინიდან გაიქცა
უკრაინული მედიის ცნობით, ანექსირებულ ყირიმში ქალი კორონავირუსზე ტესტირების წინ კარანტინიდან გაიქცა

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის რეგიონში კარანტინში მყოფი ქალი საავადმყოფოდან გაიქცა. მასზე ძებნაა გამოცხადებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ვირუსის სიმპტომები ჰქონდა და მას ტესტირებისთვის ამზადებდნენ, რა დროსაც პალატიდან გაიპარა.