უკრაინული მედიის ცნობით, აბუ დაბიში მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთის მოთხოვნები და ომის შემდეგომი საკითხები, შეთანმხდნენ ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე 

18:15, 10.11.2026

აბუ დაბიში აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულებულია.

უკრაინული მედიის ცნობით, ოთხსაათიანი შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთის მოთხოვნები და ომის შემდეგომი საკითხები.

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დელეგაციისგან მიიღო ინფორმაცია მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.

ასევე ვრცელდება ცნობა, რომ მხარეები ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ. თუმცა მხარეებს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებიათ.

შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა კონსულტაციები გამართეს ევროპელ პარტნიორებთან, რის შემდეგაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ დასავლეთი მოქმედებს როგორც „ერთი გუნდი“ და აბუ დაბის მაგიდასთან წარმოდგენილი ყველა წინადადება ევროპელებთან არის შეთანხმებული.

მსგავსი