უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა
უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. 19 თებერვლის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში დონბასში პრორუსმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 136-ჯერ დაარღვიეს.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტაბის ცნობით, 20 თებერვლის ღამით დაფიქსირებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რვა დარღვევა.

როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, ოლექსი დანილოვი აცხადებს, სროლის შედეგად რამდენიმე დასახლებაში დაზიანდა წყალმომარაგების სისტემა. ოლექსი დანილოვის თქმით, სეპარატისტები მოსკოვში დაწერილ სცენარს მიყვებიან.