უკრაინული მედია – ზელენსკიმ უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს 11 და სააპელაციო პალატის ხუთი მოსამართლე დანიშნა, რათა ევროკავშირისგან Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში თანხა მიიღოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს 11 და ამავე სასამართლოს სააპელაციო პალატის ხუთი მოსამართლე დანიშნა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს ნაბიჯი აუცილებელია, რათა უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში თანხა მიიღოს.
უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელმა, ბოგდან კრიკლივენკომ განაცხადა, რომ ამჟამად 17-დან 16 მოსამართლეა დანიშნული – ბოლო კანდიდატურა გვიან წარადგინეს და ბრძანების მომზადება ვერ მოასწრეს, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს პროცედურაც მალე დასრულდება.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინას 17 სექტემბრამდე აქვს დრო, რათა შეასრულოს Ukraine Facility-ის პროგრამის პირობა ანტიკორუფციული მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირისგან დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშე დადგება.