უკრაინული მედია - ყირიმში, ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, ხუთი კილომეტრის რადიუსში ევაკუაციაა გამოცხადებული
უკრაინული მედია - ყირიმში, ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, ხუთი კილომეტრის რადიუსში ევაკუაციაა გამოცხადებული

ყირიმში, ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, ხუთი კილომეტრის რადიუსში ევაკუაციაა გამოცხადებული, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთის მიერ დანიშნული ყირიმის ხელმძღვანელი სერგეი აქსენოვი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ჯანკოის რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალის საცავს მოხვდა. ამასთან, აქსენოვის თქმით, ყირიმის თავზე 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„ყირიმის ცაზე მტრის 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა და ჩაახშეს ელექტრონული საომარი საშუალებებით“, – აღნიშნა აქსენოვმა.

უკრაინული მედიის ცნობით, აქსენოვმა განაცხადა, რომ ჯანკოის რაიონში შეჩერებული იყო რკინიგზის მოძრაობა. ამასთან, მისივე თქმით, საწყობის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.