უკრაინული მედია - ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში სენატორებთან შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც ზელენსკი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება
უკრაინული მედია - ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში სენატორებთან შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც ზელენსკი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში 28 თებერვალს სენატორებთან შეხვედრით დაიწყება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის პრეზიდენტს დილით შეხვდებიან, რის შემდეგაც ზელენსკი თეთრ სახლში წავა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის დაწყებამდე გათვალისწინებულია მოკლე განცხადებები მედიისთვის. ვაშინგტონის დროით 13:00 საათზე დაგეგმილია ტრამპისა და ზელენსკის განცხადებები და ერთობლივი პრესკონფერენცია.

მანამდე გაიმართება ეგრეთ წოდებული წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი წავა ჰადსონის ინსტიტუტში, ხოლო საღამოს ის შეხვდება უკრაინელი საზოგადოების წარმომადგენლებს „უკრაინის სახლში“.