უკრაინული მედია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა, საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების მიუხედავად, არ შეცვალოს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა, არ შეცვალოს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების მიუხედავად, – ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ პოლიტიკურ წრეებში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ერმაკის შესაძლო გათავისუფლების შესახებ განცხადებები უკრიანის მმართველ პარტიაში, „ხალხის მსახურში“ კორუფციული სკანდალის ფონზე გაკეთდა.
პარტიის ერთ-ერთი წევრის, დეპუტატ ფედორ ვენისლავსკის თქმით, პარტიაში ერმაკის გადაყენების შესახებ დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრაქცია „გოლოსის“ წევრმა, დეპუტატმა იაროსლავ ჟელენზიაკმა განაცხადა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ნახსენები ფსევდონიმის, „ალი ბაბას“ უკან ანდრეი ერმაკი იგულისხმება.