უკრაინული მედია – ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემების, განსაკუთრებით კი ანტიბალისტიკური რაკეტების მზარდ დეფიციტზე
(250301) -- BEIJING, March 1, 2025 (Xinhua) -- U.S. President Donald Trump (2nd L) welcomes Ukrainian President Volodymyr Zelensky (2nd R) at the White House in Washington, D.C., the United States, on Feb. 28, 2025. A press conference at the White House scheduled for Friday where U.S. President Donald Trump and Ukrainian President Volodymyr Zelensky planned to sign the U.S.-Ukraine minerals deal was canceled, following a tense shouting match between the two inside the Oval Office earlier in the day. (Xinhua/Hu Yousong)
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, განსაკუთრებით კი ანტიბალისტიკური რაკეტების მზარდი დეფიციტის შესახებ შეატყობინა. ამის შესახებ ინფორმაციას Kyiv Independent-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ მოწოდება მაშინ გააკეთა, როდესაც რუსეთი უკრაინაზე მასირებულ საჰაერო თავდასხმებს აძლიერებს და საჯაროდ იმუქრება კიევზე შორი დისტანციის დარტყმების ახალი ტალღით.
„რაკეტებისგან საჰაერო თავდაცვის საკითხში ჩვენს მეგობრებს ვეყრდნობით. ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის საკითხში ჩვენ თითქმის მთლიანად აშშ-ზე ვართ დამოკიდებული“, – ნათქვამია წერილში, რომელიც Kyiv Independent-მა მოიპოვა.
როგორც მედია წერს, უკრაინელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ქვეყნის მიერ „პეტრიოტის“ სისტემის რაკეტების გამანადგურებლების და დასავლეთის მიერ მოწოდებული სხვა სისტემების მარაგების შემცირებამ, შესაძლოა, უკრაინის თავდაცვისუნარიანობა დაასუსტოს.
„მე, უკრაინელი ხალხის სახელით, პატივისცემით ვთხოვ პრეზიდენტს და აშშ-ის კონგრესს, გააგრძელონ ჩართულობა და დაგვეხმარონ რუსული ტერორიზმისგან დაცვაში და ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის უზრუნველყოფაში, რათა შევაჩეროთ რუსული ბალისტიკური რაკეტები და სხვა რუსული სარაკეტო თავდასხმები“, – წერს ზელენსკი ტრამპისადმი წერილში.