უკრაინული მედია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღიარა კიევში იარაღის გამოყენება, თუმცა დაზვერვის მთავარ სამმართველოს ოპერატიულ ძალებზე თავდასხმაში ადანაშაულებს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღიარა კიევში იარაღის გამოყენება, თუმცა დაზვერვის მთავარ სამმართველოს ოპერატიულ ძალებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში მის თანამშრომლებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების მიერ ორგანიზებული ტერორისტული თავდასხმის წინასწარი გამოძიების ფარგლებში უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებების შესაგროვებლად და ჩასაწერად.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ მისამართზე ჩხრეკის დროს „პირთა ჯგუფმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ჯგუფზე“. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ ამ პირებმა საგამოძიებო მოქმედებებისთვის ხელის შეშლა სცადეს და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს თავიანთი მანქანებით გზა გადაუკეტეს.
„თავდასხმის თავიდან ასაცილებლად და მონაწილე პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის, „ალფას“ სპეციალური დანაყოფი იყო მობილიზებული. სამართალდამცავებმა შეიარაღებული წინააღმდეგობის ჩასახშობად იარაღი გამოიყენეს. ინციდენტის შედეგად წინააღმდეგობის გამწევებს შორის არიან დაშავებულები. თავდამსხმელები დაკავებულები არიან. საწყისი საგამოძიებო მოქმედებების დროს დადგინდა, რომ დაკავებულები უკრაინის თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის წევრები არიან. მათგან იარაღი და დოკუმენტები ამოიღეს“, – აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინული მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევში, დნეპროვსკის რაიონში სამხედრო დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.