უკრაინული მედია – კიევში ერთმანეთს სამხედრო დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ

13:15, 02.09.2026

კიევში, დნეპროვსკის რაიონში ერთმანეთს სამხედრო დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, კონფლიქტის შედეგად მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სამი თანამშრომელი დაშავდა.

პოლიციამ შუმსკის ქუჩა გადაკეტა და ოპერაციას ატარებს.

ადგილზე სახელმწიფო გამოძიების ბიუროს გამომძიებლების მისვლის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ სროლა შეწყდებოდა, რათა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყოს.

ინციდენტი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ სამხედრო დაზვერვის დანაყოფის საბრძოლო ოპერაციების მეთაურის მოადგილის, სტეპან კაპლუნოვის გაუჩინარებასთან.

მსგავსი