უკრაინული მედია - უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის მთავრობის მშვიდობის მხარდამჭერ ვიდეორგოლში ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაშია
უკრაინული მედია - უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის მთავრობის მშვიდობის მხარდამჭერ ვიდეორგოლში ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაშია

უკრაინის ომთან დაკავშირებით შექმნილ უნგრეთის მთავრობის მშვიდობის მხარდამჭერ ვიდეორგოლში ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაშია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ათიათასობით ბავშვი დარჩა ობოლი, ასობით ათასი სახლი დაინგრა, ათ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები, მაგრამ ომი გრძელდება და შეიძლება, ადვილად გახდეს გლობალური. მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას შეუძლია დაასრულოს განადგურება, მხოლოდ მშვიდობიანმა მოლაპარაკებებმა შეიძლება გადაარჩინოს სიცოცხლე. მშვიდობის დროა“, – აღნიშნულია ვიდეორგოლში.

ამ სიტყვებს ახლავს დევნილი ბავშვებისა და ქალების უსათაურო ვიდეოები, ტანკები და უკრაინის რუკა, რომელიც არ მოიცავს ყირიმის ტერიტორიას.

ოფიციალურად, უნგრეთი, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების დიდი უმრავლესობა, არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას.