უკრაინული მედია – უკრაინელთა 72% დონალდ ტრამპის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი
WASHINGTON, DC - MARCH 31: U.S. President Donald Trump gestures while speaking during an executive order signing event in the Oval Office of the White House on March 31, 2025 in Washington, DC. Trump has signed an executive order against ticket scalping and reforming the live entertainment ticket industry. (Photo by Andrew Harnik/Getty Images)
უკრაინელთა 72% აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მედიის ცნობით, როგორც „რეიტინგის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, გამოკითხულთაგან 25%-ს პრეზიდენტ ტრამპის მიმართ „ძალიან უარყოფითი“ დამოკიდებულება აქვს, 47%-ს კი – ნეგატიური.
როგორც მედია წერს, ამერიკის პრეზიდენტის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი გამოკითხულთა მხოლოდ 22%. ამასთან, პოზიტიურად განწყობილთა შორის, ძირითადად, 18-35 წლის მამაკაცები არიან.
გამოკითხვა 11-14 ნოემბერს სატელეფონო ინტერვიუს ფორმატით ჩატარდა და, საერთო ჯამში, 1 000 რესპონდენტის მონაცემებს ასახავს.