უკრაინული მედია - სააკაშვილი და ადეიშვილი, რომლებიც რამდენიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში დამნაშავედ ცნეს, ზელენსკიმ პომპეზურად დანიშნა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველებად
უკრაინული მედია - სააკაშვილი და ადეიშვილი, რომლებიც რამდენიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში დამნაშავედ ცნეს, ზელენსკიმ პომპეზურად დანიშნა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველებად

მკვლელებისა და მოძალადეების საქართველოში ექსტრადიციის ნაცვლად, უკრაინის მთავრობამ სააკაშვილ-ადეიშვილს სამართალდამცველების, პროკურატურისა და საბაჟოს რეფორმირება დაავალა, – ამის შესახებ უკრაინულ გადაცემა „მოლნიაში“, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, ოლეგ დეინეკამ და ვალერი ტოვმაჩმა განაცხადეს.

გადაცემა ამჯერად საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულებრივ საქმიანობას მიეძღვნა.

ჟურნალისტების თქმით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ აბსურდული და ქვეყნისთვის საშიში გადაწყვეტილება უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის უკანონო ყოფნის მიუხედავდ მიიღო, რომელსაც უნგრეთის ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვს, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მინიჭებული.

გადაცემაში გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება და ქართველი სახელმწიფო დამნაშავეების სრული დაუსჯელობა, მათ საშუალებას აძლევთ, არა მხოლოდ მიიწერონ ყოველ ნაბიჯზე ზელენსკის პირადი მხარდაჭერა, არამედ მიითვისონ უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლება, რეფორმების ეროვნულ საბჭოზე უფლებამოსილებების გადაცემით.

გადაცემაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილმა და ოდესის საბაჟოდან წამოყვანილმა მისი მეურვეობის ქვეშ მყოფმა, სემიონ კრივონოსმა დააფუძნეს.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ კრივონოსმა ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს ოდესის განყოფილების ხელმძღვანელის ასარჩევი კონკურსი სკანდალურად მას შემდეგ დატოვა, რაც ჟურნალისტებმა კორუფციული შემოსავლების მიღებაში, ასევე მიწებისა და ბინების მაქინაციაში ამხილეს, ახლა კი, სააკაშვილის „უბრალო გადაწყვეტილებების ოფისის“ ჩრდილოვანი კურატორია.

უკრაინელ გამომძიებელ ჟურნალისტებს სააკაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის მაგალითად მოჰყავთ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და ამბობენ, რომ სააკაშვილი მკვლელებს პირადად მფარველობდა.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ რამდენიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში არიან გასამართლებული, ისინი პრეზიდენტმა ზელენსკიმ პომპეზურად დანიშნა, რათა ზედამხედველობა გაუწიონ სასამართლოებსა და სამართალდამცველ ორგანოებს, რაც მათ წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ დაუშვებს.

უკრაინულ გადაცემაში „მოლნია“ ჟურნალისტებმა ასევე ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილისა და იულია ტიმოშენკოს კავშირებზე, როდესაც არჩევნების წაგების შემდეგ ორივე მათგანი უკრაინასა და საქართველოში ერთმანეთის დასახმარებლად თანამებრძოლებს გზავნიდა.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ პრემიერ-მინისტრობის დროს ტიმოშენკომ ხორცის, შაქრის, ასევე საწვავისა და მედიკამენტების კრიზისი გამოიწვია, რის შემდეგაც უკრაინაში ფასებმა ზრდა დაიწყო.

სააკაშვილთან დაკავშირებით კი, ჟურნალისტები ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თურქული მინერალური სასუქების გამოყენება დაიწყო, რამაც ქართული ქიმიური ინდუსტრია გაანადგურა, იაფი თურქული მარცვლეული კი, საქართველოში აგრარული კრიზისის საფუძველი გახდა. გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ სააკაშვილს იგივე სასუქები ამჟამად უკრაინის საზღვრიდან შეაქვს.

გადაცემაში ასევე ითქვა, რომ საქართველოსთვის უპრეცედენტო მედიაპოლიტიკური კამპანიის ორგანიზება და დაფინანსება სააკაშვილთან უკრაინაში მყოფ ქართველ ბიზნესმენებს, დიპლომატებს დაევალა და მათ უკრაინის მინერალური სასუქების ბაზრის მესამედს დაპირდნენ. საქართველოდან უკრაინაში თურქული მინერალური სასუქების იმპორტის ლობირება კი სააკაშვილმა უნდა ითავოს.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბოროტი გეგმის განხორციელებას კარანტინმა შეუშალა ხელი.

გადაცემაში თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბრების გასაჯაროების შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში ჟურნალისტებს მსგავსი მასალების გამოქვეყნებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაემუქრნენ.

დატოვე კომენტარი