უკრაინული მედია – რუსეთმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი ბოლო ერთ დღეში 50-ჯერ დაბომბა

13:43, 09.03.2022

რუსეთმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი ბოლო ერთ დღეში რაკეტებითა და არტილერიით 50-ჯერ დაბომბა. ამის შესახებ უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროს ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები აქტიურ შეტევით მოქმედებებს ვერ ახორციელებენ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას ბომბავენ. ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან უკრაინის ქალაქ იზიუმის წინააღმდეგ სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნეს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების კოორდინირებული მოქმედებების შედეგად თვითმფრინავმა უკან დაიხია და საპირისპირო კურსი აიღო.

მსგავსი