უკრაინული მედია – რუსეთმა დასავლეთ უკრაინაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა

15:20, 13.12.2024

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 13 დეკემბერს 93 რაკეტა გაისროლა და 200 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.

როგორც უკრაინული მედია წერს, ეს ომის დაწყებიდან დასავლეთ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური იერიში იყო.

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის სამიზნე იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. სარაკეტო თავდასხმის შესახებ განცხადებები გააკეთეს ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვის, კრივოგოროდისა და ტერნოპოლის ოლქების ხელმძღვანელებმა.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, წელს ეს რუსეთის მე-12 საჰაერო იერიში იყო, რომლის სამიზნეც სამოქალაქო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახლდათ. მათივე ცნობით, რამდენიმე თბოლექტროსადგური სერიოზულად დაზიანდა, რის გამოც უკრაინაში დენის მიწოდებაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული რაკეტების ნაწილი „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით ჩამოაგდეს. კერძოდ, მისი ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 81 რაკეტა გაანადგურეს, მათგან 11 – „ეფ-16“-ების გამოყენებით, ასევე ჩამოგდებულია 193 დრონი.

მსგავსი