უკრაინული მედია – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

14:36, 25.06.2023

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა არტილერიით საცხოვრებელი კვარტლები დაბომბეს. საარტილერიო დარტყმების შედეგად, ჭურვი ხუთსართულიან კორპუსს მოხვდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ცხრა რეგიონი დაბომბეს. როგორც უკრაინული მედია წერს, რუსული არმიის შეტევას მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის რეგიონებშიც. რუსული არმიის სამიზნე დასახლებული პუნქტები გახდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, გაზსადენი და სავაჭრო ცენტრები.

მსგავსი