კვლევის თანახმად, უკრაინელთა 31,1% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ბირთვული იარაღის შექმნა იქნება
კვლევის თანახმად, უკრაინელთა 31,1% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ბირთვული იარაღის შექმნა იქნება

უკრაინელთა 31,1% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ბირთვული იარაღის შექმნა იქნება. ამის შესახებ, ცენტრ „ახალი ევროპის“ დაკვეთით, Info Sapiens-ის მიერ ჩატარებული სოცილოგიური გამოკითხვაშია ნათქვამი.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი მაღალი მაჩვენებელი, ერთი მხრივ, აჩვენებს უკრაინელების იმედგაცრუებას საერთაშორისო მხარდაჭერისა და უსაფრთხოების საგარეო გარანტიების მიმართ, მეორე მხრივ კი, აჩვენებს გაცნობიერებას, რომ სწორედ ბირთვულმა იარაღმა მისცა რუსეთს საშუალება, ეთამაშა დასავლეთის შიშებზე.

გასულ წელთან შედარებით 29,35 %-დან 19,4%-მდე შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიად ნატო-ს წევრობა მიაჩნია.

ასევე გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ უკრაინა არ უნდა წავიდეს რუსეთთან მოლაპარაკებებზე დასავლეთის ქვეყნებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე. ამ პოზიციას გამოკითხულთა 64,9% ეთანხმება.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, გამოკითხვა 5-25 ნოემბერს ჩატარდა. კვლევის დროს გამოიკითხა ათასი რესპონდენტი, ცდომილების თეორიული ზღვარი არ აღემატება 3.1%-ს, 0.95%-იანი ალბათობით.