უკრაინული მედია - კიევში რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, არის მსხვერპლი
უკრაინული მედია - კიევში რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, არის მსხვერპლი

კიევში, დარნიცკის რაიონში ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, დაშავდა სამი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინციდენტი კიევის დროით 05:00 საათზე მოხდა. შედეგად კორპუსის მეთექვსმეტე სართულზე გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა რამდენიმე ბინა. ამჟამად შენობიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და მაშველები.