უკრაინული მედია - გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რვაჯერ დაარღვიეს
უკრაინული მედია - გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რვაჯერ დაარღვიეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რვაჯერ დაარღვიეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციის მიმართულებით რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან მსხვილკალიბრინი ტყვიამფრქვევებიდან, სხვადასხვა სისტემების ყუმბარმტყორცნებიდან და სხვა ტიპის იარაღიდან გახსნეს ცეცხლი.

ცეცხლის რეჟიმის დარღვევის შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დანაკარგი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ დონბასში ვითარება მარტის ბოლოს დაიძაბა. უკრაინის ხელისუფლება და მისი დასავლელი პარტნიორები უკრაინის საზღვრებზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობენ.