უკრაინული მედია - დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში ბრძოლები მიმდინარეობს, ფრონტის ხაზი ქალაქის ცენტრზე გადის
უკრაინული მედია - დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში ბრძოლები მიმდინარეობს, ფრონტის ხაზი ქალაქის ცენტრზე გადის

დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში ბრძოლები მიმდინარეობს, ფრონტის ხაზი ქალაქის ცენტრზე გადის, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია და ანალიტიკური პროექტი Deep State-ი ავრცელებენ.

სამხედროები მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე ძალების პოზიციები ერთმანეთის გვერდიგვერდ არის განლაგებული. ყველაზე აქტიური შეტაკებები ქალაქის ცენტალურ ნაწილში მიმდინარეობს.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალები იყენებენ ყველა შენობის ტოტალური განადგურების ტაქტიკას. ანალიტიკური ცენტრი Deep State-ი ასევე იტყობინება, რომ, ტორეცკის გარდა, რუსებს წინსვლა აქვთ დონეცკის ოლქის კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის კურახოვოში, შევჩენკოსა და ბარანოვკაში.