უკრაინული მედია - ჩერნიგოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი
უკრაინული მედია - ჩერნიგოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩერნიგოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი, დაღუპულთა შორის ერთი აშშ-ის მოქალაქეა.

როგორც მედია იუწყება, პოლიცია მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ცდილობს, მათ დაჭრილები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. ადგილზე გამომძიებლები აგრძელებენ მუშაობას.

ქალაქის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციით, რუსეთი ქალაქზე ავიაიერიშებს აგრძელებს, განადგურებულია ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი.

16 მარტს ჩერნიგოვზე განხორციელებულ თავდასხმას 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.