უკრაინული მედია - ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად წერტილი უნდა დაუსვას 30-წლიან კორუფციასა და ნეპოტიზმს
უკრაინული მედია - ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად წერტილი უნდა დაუსვას 30-წლიან კორუფციასა და ნეპოტიზმს

იმისთვის, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი, ქვეყანამ წერტილი უნდა დაუსვას 30-წლიან კორუფციასა და ნეპოტიზმს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლონდონში, უკრაინის აღდგენის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

ბერბოკის თქმით, უკრაინამ უკვე მიაღწია პროგრესს რეფორმების მხრივ ევროკავშირში მიმავალ გზაზე, განსაკუთრებით კი თავისუფალი მედიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში რეფორმებისთვის გადადგმული ნაბიჯები „წარმოუდგენელი სისწრაფით“ მიმდინარეობს და ამას გერმანია აქტიურად უჭერს მხარს.

„არ არსებობს არანაირი ეჭვი იმისა, რომ უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ამიტომ კერძო კომპანიების ინვესტიცია ქვეყნის აღდგენაში გამართლებულია, რადგან საბოლოოდ ისინი აძლიერებენ ევროპის ერთიან ბაზარს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.