ადვოკატი აცხადებს, რომ სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ
ადვოკატი აცხადებს, რომ სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ

ტელეკომპანია 112-ის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

გენერალურ პროკურატურაში ჯერ სააკაშვილის დაკავების მიზეზებს არ ასახელებენ. ტელეკომპანია 112-ის ცნობით, უმაღლეს რადაში სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის დროით 16:00 გენერალური პროკურატურის განცხადებას ელოდებიან.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ ბინიდან სპეცრაზმმა გაიყვანა და მანქანაში ჩასვეს. მომხრეები მანქანას გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიევში, სახლის სახურავზე იყო. უკრაინაში, საქართველოს ექსპრეზიდენტის სახლთან სპეცრაზმი გამოჩნდა და ამ დრომდე რჩება.

ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერებიც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.