უკრაინული კომპანია „ენერგოატომის“ განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს

18:20, 14.03.2022

უკრაინული კომპანია „ენერგოატომის“ განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს.

„ენერგოატომის“ პრესსამსახურის ცნობით, რუსმა სამხედროებმა საბრძოლო მასალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის №1 ენერგობლოკთან და სასწავლო ცენტრთან ააფეთქეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია, შეიცვალა თუ არა რადიაციული ფონი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების შედეგად.

მსგავსი