უკრაინული გამოცემა - უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა რეგიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს დაავალა, შეწყვიტონ ნებისმიერი კომუნიკაცია შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ზალუჟნისთან
უკრაინული გამოცემა - უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა რეგიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს დაავალა, შეწყვიტონ ნებისმიერი კომუნიკაცია შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ზალუჟნისთან

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა რეგიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს დაავალა, შეწყვიტონ ნებისმიერი კომუნიკაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ვალერი ზალუჟნისთან, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „სტრანა“ ჟურნალისტ იური ნიკოლოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

ჟურნალისტმა ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ზელენსკის გუნდის მოძრაობები პოტენციური კონკურენტის განადგურების მიზნით“.

პარალელურად, გამოცემა „ეკონომისტს“ მოჰყავს უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნის ვარაუდი, რომ ხელმძღვანელობაში ღია კონფლიქტი იყო „პროგნოზირებადი“ შედეგი შეჩერებული კონტრშეტევითი ოპერაციისა, რომელიც „არ წავიდა გეგმის მიხედვით“.

„ეკონომისტი“ წერს, რომ ახლა მიმდინარეობს „დადანაშაულების თამაში“ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის პასუხისმგებელი წარუმატებლობაზე. გამოცემის ინფორმაციით, მაჩვენებლები, რომლებიც ნოემბრის შუა რიცხვებით თარიღდება, აჩვენებს პრეზიდენტისადმი ნდობის შემცირებას 32 პროცენტამდე მაშინ, როდესაც გენერალ ზალუჟნის 70-პროცენტიანი რეიტინგი აქვს.