უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა იოჟეფ საბო - ჩრდილოეთ ირლანდია ჯგუფის აშკარა აუტსაიდერია, საქართველოს დამარცხებაც რეალურია #1TVSPORT
უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ კომენტარი გააკეთა 2026/27 წლების ერთა ლიგის წილისყრის შედეგებზე, სადაც მისი ქვეყნის ნაკრები უნგრეთთან, საქართველოსთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოხვდა.
„უკრაინას შეუძლია ყველა ამ გუნდის დამარცხება. ერთა ლიგის წინა გათამაშებაში საქართველოს შევხვდით და საშინაო მატჩში 1:0 დავამარცხეთ, ხოლო გასვლაზე ცოტა არ გაგვიმართლა – 1:1.
არა მგონია, კავკასიური ნაკრების შემადგენლობაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები იყოს. მათ ჰყავთ ღირსეული გუნდი, მათ შორის კვარაცხელია პსჟ-დან, მაგრამ… მათთან შეგვიძლია გამარჯვება.
რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, ის ამ ჯგუფის აშკარა აუტსაიდერია, მიუხედავად იმისა, რომ მასში ინგლისური კლუბების მოთამაშეები თამაშობენ, ზოგი – პრემიერლიგაშიც, დიდი ხანია არ ჰყოლიათ ისეთი ვარსკვლავი, როგორიც ჯორჯ ბესტია. სამაგიეროდ, უნგრეთთან დიდი დაპირისპირება იქნება.
პირადად მე ვის ავირჩევდი მეტოქეებად? პირველი კალათიდან ისრაელს უნგრეთის ნაცვლად. მესამე კალათიდან საქართველოს, რომელზეც უკვე ვისაუბრე და მეოთხედან – კოსოვოს. თუმცა, ვიმეორებ, ეს ნორმალური ჯგუფია და უკრაინას აქვს შანსი, პირველი ადგილი დაიკავოს“.