უკრაინული ავიაკომპანია კიევსა და ბათუმს შორის რეგულარულ ფრენებს განაახლებს
უკრაინული ავიაკომპანია კიევსა და ბათუმს შორის რეგულარულ ფრენებს განაახლებს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფარგლებში, უკრაინული ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევსა და ბათუმს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

კიევი-ბათუმი-კიევი, 10 ივნისიდან 12 სექტემბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას, 18 ივნისიდან 10 სექტემბრამდე – ყოველ ორშაბათს და პარასკევს (ჯამში, კვირაში ოთხი სიხშირე აღნიშნულ პერიოდში).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 13 მაისს მიენიჭა.