უკრაინული ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის მონაცემებით, სექტემბერში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ტემპი თითქმის ორჯერ შემცირდა
უკრაინული ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის მონაცემებით, სექტემბერში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ტემპი თითქმის ორჯერ შემცირდა.
მონაცემების თანახმად, გასულ თვეში რუსეთის ჯარებმა 259 კვადრატული კილომეტრის დაკავება შეძლეს, რაც ყველაზე ნაკლებია მაისის შემდეგ.
„გასულ თვეში მტერმა აგვისტოსთან შედარებით 44 პროცენტით ნაკლები ტერიტორია დაიკავა. მთელი თვის განმავლობაში რუსებმა ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 0.04 პროცენტის დაკავება მოახერხეს და ამჟამად ეს მაჩვენებელი 19.04 პროცენტს შეადგენს”, – აცხადებენ პროექტის ანალიტიკოსები.
მათი მთავარი დასკვნა ის არის, რომ დონეცკის რეგიონში ნოვოპავლოვსკი მთავარი პრობლემური მიმართულებაა.
რუსეთს არმიას გასულ თვეში ყველაზე მეტი წინსვლა ასევე ჰქონდა ლიმანის და კუპიანსკის მიმართულებებზე.