უკრაინულ ანალიტიკურ პროექტ DeepState-ის მონაცემებით, რუსებმა დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებში გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს
უკრაინულ ანალიტიკურ პროექტ DeepState-ის მონაცემებით, რუსებმა დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებში გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს. მათივე ცნობით, რუსულმა დანაყოფებმა სამი ქალაქის – ოდრადნეს, ვიშნევესა და ზლაგოდას მახლობლად უკრაინის ახალი ტერიტორიები დაიკავეს.
DeepState-ის მონაცემებით, დონეცკის ოლქში სოფელი ნიკანორივკა ამჟამად რუსული ძალების მიერ ნახევრად ალყაშია მოქცეული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში, პოკროვსკსა და მეზობელ ტერიტორიებზე მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების და ლოგისტიკური სირთულეების ფონზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.