უკრაინული ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში პროგრესს მიაღწიეს
უკრაინული ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში პროგრესს მიაღწიეს.
პლატფორმის ცნობით, რუსულ შენაერთებს სრედნეს, მაისკეს, კოტლინოს (დონეცკის ოლქი) და კრასნოგორსკეს დასახლებებში (ზაპოროჟიეს ოლქი) გარკვეული წინასვლა აქვთ.
იქამდე კი ანალიტიკურმა პროექტმა 9 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ოლქში რუსებმა უსპენოვკა დაიკავეს.
რაც შეეხება პოკროვსკს, ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსებმა ქალაქის მიმართულებით შეტევა შეამცირეს, მაგრამ მირნოგრადში უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ბლოკავენ. ISW-ის ინფორმაციით, ვერ აღმოაჩინეს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთის ძალებმა პოკროვსკის მიმართულებით 9 ნოემბერს დამატებითი შეტევა დაიწყეს, როგორც ამას რუსული მედია იუწყებოდა.