უკრაინული ანალიტიკური პროექტი „დიფ სთეითი” - რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების დასახლებული ტერიტორიებისკენ წინ წაიწიეს
რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების დასახლებული ტერიტორიებისკენ წინ წაიწიეს, – ამის შესახებ უკრაინული ანალიტიკური პროექტის, „დიფ სთეითის” ანალიტიკოსებმა განაცხადეს.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმიის ნაწილები დონეცკის რეგიონში, ნიკანორივკასთან ახლოს დაწინაურდნენ, რომელიც დობროპოლიის ზონაში მდებარეობს. რუსები ასევე წინ წავიდნენ კოტლინოეს რაიონში, პოკროვსკის სამხრეთით. გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსულმა ჯარებმა პროგრესი განიცადეს აღმოსავლეთ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ პოლტავკას მიდამოებში.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსებმა 10 ოქტომბერს განაგრძეს მექანიზებული თავდასხმები ვლადიმიროვკაზე და მოახერხეს იქ დიდი ძალის გადმოსხმა. ვლადიმიროვკაზე თავდასხმის გარდა, გუშინ რუსებმა მექანიზებული კოლონით შეტევა განახორციელეს ნოვოოლენოვკის რაიონში.