უკრაინული ანალიტიკური პროექტი DeepState-ი - რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში დასახლებული პუნქტები დაიპყრო და პოკროვსკში წინ წაიწია
უკრაინული ანალიტიკური პროექტი DeepState-ი - რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში დასახლებული პუნქტები დაიპყრო და პოკროვსკში წინ წაიწია

უკრაინული ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში დასახლებული პუნქტები დაიპყრო და პოკროვსკში წინ წაიწია. DeepState-ის ანალიტიკოსების ცნობით, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში ორი დასახლებული პუნქტი – ნოვოე და ნოვოუსპენოვსკოე დაიკავეს.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა პოკროვსკის სამხრეთით, ჩუნიშიშეს დასახლებასთან წინ წაიწიეს.

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც“. მათი ინფორმაციით, რუსებმა პოკროვსკსა და მირნოგრადს დაიკავებს, თუმცა ამის ფასი ძალიან მაღალი იქნება.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, რუსულ ძალებს, სავარაუდოდ, სურთ, შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს რუსული არმია მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს მთელ ბრძოლის ველზე, რაც ფრონტზე არსებულ რეალობას ეწინააღმდეგება.