უკრაინულ კომპანია „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
უკრაინულ კომპანია „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

უკრაინულ კომპანია „ენერგოატომშიაცხადებენ, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. რაკეტები ბირთვული ნარჩენებისთვის განკუთვნილ ტერიტორიასთან ჩამოვარდა.

კომპანიის ცნობით, ჭურვები გადამუშავებული ბირთვული საწვავის საწყობთან ახლოს ჩამოვარდა, სადაც ბირთვული საწვავით დატვირთული 174 კონტეინერია განთავსებული. დაზიანებულია ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ განთავსებული რადიაციული მონიტორინგის სამი სენსორი, რის გამოც რადიაციის დონის განსაზღვრა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ამასთან, დარტყმების შედეგად დაშავებულია სადგურის ერთ თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის თვეში დაიკავეს. 5 აგვისტოდან მოყოლებული სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის დარტყმები ხორციელდება. რუსეთი და უკრაინა დარტყმებში ერთმანეთს სდებენ ბრალს.