უკრაინისა და სირიის პრეზიდენტებმა, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიზნით, ერთობლივ კომუნიკეს ხელი მოაწერეს
უკრაინისა და სირიის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიზნით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და სირიელ კოლეგასთან,აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
როგორც ზელენსკი წერს, უკრაინა მზადაა, მხარი დაუჭიროს სირიელ ხალხს სტაბილურობის გზაზე.
„სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან მოლაპარაკებების დროს, ჩვენ ასევე დეტალურად განვიხილეთ თანამშრომლობის განვითარებისთვის პერსპექტიული სექტორები, ორივე ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების საფრთხეები და მათთან ბრძოლის მნიშვნელობა. ჩვე შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე ავაშენოთ“, – წერს ზელენსკი.
Today, Ukraine and Syria signed a Joint Communiqué on the restoration of diplomatic relations. We welcome this important step and are ready to support the Syrian people on their path to stability.
During our negotiations with President of Syria Ahmed al-Sharaa, we also discussed… pic.twitter.com/HBXsoaRob8
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 24, 2025