უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 7 მარტს გაიმართება

21:24, 05.03.2022

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს, 7 მარტს გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია ავრცელებს.

„მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს გაიმართება”, – წერს დავით არახამია საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. წინა ორი რაუნდი რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა.

მსგავსი