უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება

20:30, 27.02.2022

უკრაინელი დეპუტატი ფედორ ვენისლავსკი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება შესაძლოა დაიწყო, რუსეთი კი ინფორმაციას უარყოფს.

პარტია „ხალხის მსახურის“ წევრის თქმით, ნეიტრალურ ზონაში მოლაპარაკების გასამართად უკრაინის დელეგაცია უკვე გაემართა და ადგილზე მისვლას დიდი დროს არ სჭირდება.

„ვფიქრობ, მოლაპარაკებები უახლოეს წუთებში დაიწყება. ალბათ დაიწყეს კიდეც“, – თქვა ვენისლავსკიმ.

უკრაინელი დეპუტატის განცხადება რუსეთის ხელისუფლებაში უარყვეს და აღნიშნეს, რომ მოლაპარაკების მხარეები მხოლოდ შეხვედრის ადგილისკენ მიდიან და მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

მსგავსი