უკრაინისა და პოლონეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართეს, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბელარუსში „ვაგნერის“ განლაგების გამო შესაძლო საფრთხეები იყო
უკრაინისა და პოლონეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართეს, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბელარუსში „ვაგნერის“ განლაგების გამო შესაძლო საფრთხეები იყო

უკრაინისა და პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც ერთ-ერთი მთავარი თემა ბელარუსში „ვაგნერის“ განლაგების გამო შესაძლო საფრთხეები იყო.

შეხვედრა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი ნაევმა და პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ტომაშ პიოტროვსკიმ გამართეს.

ორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტიული სფეროები, რეგიონში უსაფრთხოების ვითარება, ასევე უკრაინის დახმარების გზები რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მოგერიებაში.

გასულ კვირას ვარშავამ და ვილნიუსმა განაცხადეს, რომ „ვაგნერის“ ასამდე მებრძოლი გადავიდა ე.წ. სუვალის დერეფანთან, ბელარუსის გროდნოს რეგიონში.