უკრაინისა და აშშ-ის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის თანახმად, უკრაინა არაბირთვულ სახელმწიფოდ დარჩება, მშვიდობიანობის პერიოდში კი შეიარაღებული ძალების რაოდენობა 800 000 ჯარისკაცით განისაზღვრება
უკრაინისა და აშშ-ის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის თანახმად, უკრაინა არაბირთვულ სახელმწიფოდ დარჩება, მშვიდობიანობის პერიოდში კი შეიარაღებული ძალების რაოდენობა 800 000 ჯარისკაცით განისაზღვრება. ამის შესახებ უკრაინისა და აშშ-ის მიერ ერთობლივად შემუშავებულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაშია ნათქვამი.
სამშვიდობო გეგმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს ომის დასრულების საბაზისო დოკუმენტია და რუსეთმა ამ გეგმაზე რეაგირება 24 დეკემბერს, ამერიკულ მხარესთან შეხვედრის დროს უნდა მოახდინოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა შეერთებულ შტატებთან ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის, რათა განიხილონ მგრძნობიარე, განსაკუთრებით ტერიტორიული საკითხები.