უკრაინაში, ინფექციურ საავადმყოფოში ხანძრის შედეგად სამი პაციენტი და ერთი ექიმი დაიღუპა
უკრაინაში, ინფექციურ საავადმყოფოში ხანძრის შედეგად სამი პაციენტი და ერთი ექიმი დაიღუპა

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში, ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ხანძრის შედეგად სამი პაციენტი და ერთი ექიმი გარდაიცვალა.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსზე ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახანძრო სამსახურმა კოვიდსაავადმყოფოში ხანძრის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 23:25 საათზე მიიღო. სამაშველო ოპერაციაში 60 მეხანძრე და ტექნიკის 16 ერთეული მონაწილეობდა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.