უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან ორი წლისთავზე დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა
უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან ორი წლისთავზე დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან ორი წლისთავზე დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.

როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. შავ სიას დაემატება 52 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი.

ლონდონის მიერ დაწესებული ახალი სანქციები მიმართულია საბრძოლო მასალების მწარმოებლებისკენ, ელექტრონიკის მწარმოებელი საწარმოებისკენ, ასევე კომპანიებისკენ, რომლებიც ალმასებითა და ნავთობით ვაჭრობენ.

„დღეს დაწესებული შემზღუდავი ზომები ძირს გამოუთხრის რუსეთის პრეზიდენტის შესაძლებლობას, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობითა და საჭირო შეიარაღებით მოამარაგოს რუსეთის არმია, რომელიც ისედაც პრობლემებს განიცდის და ასევე, არ მისცემს მას საშუალებას, შეავსოს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა.