უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინამ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროცედურები დაასრულა
უკრაინამ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროცედურები დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნის გზაზე, უკრაინამ ყველა აუცილებელი პროცედურა დროულად დაასრულა“, – დაწერა სვირიდენკომ.
მისივე თქმით, პროცესის დასრულების დამადასტურებელი ინფორმაცია აშშ-ს გადაეცა.
„ეს არის თანასწორი შეთანხმებები – მომავალზე ორიენტირებული, უკრაინის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისი და სტრუქტურირებული ისე, რომ ინვესტიციები მხოლოდ უკრაინის აღდგენისკენ იყოს მიმართული“, – აღნიშნა სვირიდენკომ.