უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში პენსიები წელიწადში ერთხელ გაიზრდება
უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში პენსიები წელიწადში ერთხელ გაიზრდება

​უკრაინაში პირველი მარტიდან პენსია 17-20%-ით გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერმა პაველ როზენკომ გააკეთა. მისივე თქმით, ამიერიდან პენსია უკრაინაში წელიწადში ერთხელ გაიზრდება.

„ეს არის რეფორმის მთავრი მიზანი. ახლა, მიუხედავად ყველაფრისა, წელიწადში ერთხელ მარტში პენსიის გადათვლა მოხდება“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

როზენკოს თქმით, ბიუჯეტში არის საკმარისი თანხა, რითაც პენსიის მატება იქნება უზრუნველყოფილი.

უკრაინაში პენსია ბოლოს 2017 წლის ოქტომბერში გაზარდეს. პენსიების მომატება მთავრობამ 31 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ გადაწყვიტა.